„დევისის თასის“ ფინალში ესპანეთმა კანადის ნაკრები დაამარცხა

„დევისის თასის“ ფინალში ესპანეთმა კანადის ნაკრები დაამარცხა

2019 წლის „დევისის თასის“ ფინალში ესპანეთმა კანადის ნაკრები დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პირველი ქულა ფინალში ესპანელებს რობერტო ბაუტისტა-აგუტმა მოუტანა, რომელმაც ფელიქს ოჟე-ალიასიმი 7:6, 6:3 დაამარცხა. ფინალის მეორე მატჩში რაფაელ ნადალმა დენის შაპოვალოვს 6:3, 7:6 სძლია.

ეს „დევისის თასზე“ ესპანეთის ჩოგბურთელთა ნაკრებისთვის მეექვსე გამარჯვებაა. ნაკრების ორი წევრი - რაფაელ ნადალი და ფელისიანო ლოპესი ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულები გახდნენ (2004, 2008, 2009, 2011, 2019). მათი სხვა თანაგუნდელების - რობერტო ბაუტისტა-აგუტის, პაბლო კარენო-ბუსტას და მარსელ გრანოლიერსის კარიერაში ეს „დევისის თასზე“ პირველი გამარჯვებაა.