მედია: რუსი ალექსეი მირანჩუკი „იუვენტუსში“ გადადის

მედია: რუსი ალექსეი მირანჩუკი „იუვენტუსში“ გადადის

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ Tuttosport-ი წერს, რომელმაც გარეკანზე რუსი სპორტსმენის ფოტო გამოაქვეყნა.

გამოცემის მტკიცებით, 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. მისი გადაყვანა ისეთ კლუბებსაც სურდათ, როგორებიცაა „ზენიტი“, „ატლეტიკო“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.

მირანჩუკის ტურინულ კლუბში გადასვლის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ევროა. მას „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.