„ტოტენჰემის“ ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდში შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიყვანა სურს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph წერს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 38 წლის თავდამსხმელის შეძენა იტალიურ „მილანს“ სურს. კლუბმა იბრაჰიმოვიჩს 6 მილიონიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.
მოურინიოსა და იბრაჰიმოვიჩის გზები ორჯერ, „ინტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაიკვეთა. ბოლოს იბრაჰიმოვიჩი „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ გამოდიოდა, რომელიც ერთი კვირის წინ დატოვა.