იტალიური კლუბის, „ბრეშიას“ ფეხბურთელი მარიო ბალოტელი მწვრთნელმა ვარჯიშიდან გააგდო. ამის შესახებ გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ფაბიო გროსო 29 წლის ფეხბურთელს იმის გამო გაუნაწყენდა, რომ ვარჯიშზე არასაკმარისად ირჯებოდა.
ინციდენტის შემდეგ ბალოტელიმ საწვრთნელი ბაზა თავისი ავტომობილით დატოვა. მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ „ბრეშიას“ მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.