ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ამის შესახებ იტალიური კლუბის Twitter-ის გვერდზე წერია.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბის განაცხადის მიღმა მხოლოდ ორჯერ აღმოჩნდა.
11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „მილანთან“ მატჩისას შეცვლის გამო რონალდუმ მაურიციო სარის შეაგინა. მოგვიანებით ფეხბურთელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა და თქვა, რომ არ უყვარს, როცა ცვლიან.