ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში ფინალი საქართველოში გაიმართება

ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში ფინალი საქართველოში გაიმართება

22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბბინაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცეპრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დაესწრნენ.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ბელარუსიის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ შეხვედრას 31 მარტს, საკუთარ მოედანზე გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ერთად ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში ასპარეზობდა. ვლადიმირ ვაისი გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული ექვსი შეხვედრიდან, ხუთი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. დაგროვებული 16 ქულით საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ნახევარფინალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას 2020 წლის 26 მარტს ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. წარმატების შეთხვევაში ვლადიმირ ვაისის გუნდი 31 მარტს ფინალურ შეხვედრას კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავს და ისტორიული შანსის გამოყენებას შეეცდება.