„მილანის“ ფორვარდი დანიელ მალდინი პირველად მოხვდა იტალიის სერია A-ს მატჩის განაცხადში. „მილანის“ რიგებში მისი დებიუტი შესაძლოა „ნაპოლის“ წინააღმდეგ მატჩში გაიმართოს.
18 წლის დანიელ მალდინი „მილანის“ ლეგენდარული კაპიტნის, ამჟამინდელი ტექნიკური დირექტორის პაოლო მალდინის უმცროსი შვილია. რამდენიმე თვის წინ მან „მილანთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.
„მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.