თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული ცსკა-სთან

თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული ცსკა-სთან

ევროლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და მეტად ფასეული გამარჯვება იზეიმა - 80:70. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ გადამწყვეტი ფაზა ესპანელებმა უკეთ ჩაატარეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმეს.

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი ლიდერობდა, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო. თორნიკემ 32:10 წუთში 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა.

ქართველ მძიმე ფორვარდს ორივე გუნდის რიგებში როგორც მარგი ქმედების კოეფიციენტით (23), ისე ჩაგდებული ქულების (22) რაოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, MVP-ის ტიტული მიიღო.

მეტ ჯენინგს რაც შეეხება, ამერიკელმა 19 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

„ბასკონიას“ 4 მოგების წილ 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე პოზიციაზეა. ვიტორიელები მომდევნო ტურში 23 ნოემბერს, კიდევ რუსულ გუნდს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებენ.