ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, მიიჩნევს, რომ თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის შემთხვევაში, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე თამაშს შეძლებდა.
„ასი პროცენტით რომ დავხარჯულიყავი, მესისა და რონალდუს დონეს მივაღწევდი. მაგრამ არ მინდოდა. და არც ვწუხვარ ამაზე. გულშემატკივრები იმასაც მეუბნებიან, რომ 2010 წელს „ოქროს ბურთი“ უნდა მომეგო. მე კი ვპასუხობ: ბიჭებო, ჩემპიონთა ლიგაში გავიმარჯვე. მგონი ეს უფრო ღირებული ჯილდოა. იმიტომ, რომ ყოველთვის გუნდური მოთამაშე ვიყავი.“ - ციტირებს სნეიდერის სიტყვებს FOX Sports.