„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ მოიწონა მთავარი მწვრთნელის, ულე-გუნარ სულშერის წინადადება, „ზალცბურგის“ შემტევის, ერლინგ ჰოლანის შეძენის თაობაზე - წერს Daily Mail.
ინგლისური კლუბი ჰოლანს მას შემდეგ აკვირდებოდა, რაც 2017 წელს ის „მიოლდეს“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. ნორვეგიულ კლუბს მაშინ სულშერი თავკაცობდა. მანკუნიანელთა ხელმძღვანელები მზად არიან ჰოლანი შეიძინონ, მიუხედვად იმისა, რომ „ზალცბურგი“ მასში 90 მილიონ ევროს ითხოვს.
ბოლო თვეებში ჰოლანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა ევროპაში. „მანჩესტერის“ გარდა, მისი ხელში ჩაგდება მადრიდის „რეალს,“ „იუვენტუსს“ და „ბაიერნსაც“ სურთ.
ჰოლანდის მამას ერლინგის პრემიერლიგაში თამაში ჯერ ნაადრევად მიაჩნია. თუმცა, „მანჩესტერი“ თავისას არ იშლის.