ბორჯღალოსნები 2020 წლის ტესტ-მატჩზე მსოფლიოს ჩემპიონებს შეხვდებიან

ბორჯღალოსნები 2020 წლის ტესტ-მატჩზე მსოფლიოს ჩემპიონებს შეხვდებიან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წელს ტესტ-მატჩს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

აფრიკელები 4 და 11 ივლისს შოტლანდიელებს მიიღებენ, ქართველებთან შეხვედრა კი 18 ივლისისთვის არის დაგეგმილი.

ეს გუნდები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2003 წლის მსოფლიოს თასზე შეხვდნენ და მაშინ სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 46:19 გაიმარჯვა. ეროვნული ნაკრებების შეხვედრამდე, უმცროსი ასაკის ქართველი და აფრიკელი მორაგბეებიც შეხვდებიან.

დეკემბერში თბილისში სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე გუნდი ჩამოვა და საქართველოს 20-წლამდე ნაკრებთან ორ სპარინგს გამართავს.