მიუნხენის „ბავარიას“ მაურისიო პოჩეტინო გაწვრთნის

მიუნხენის „ბავარიას“ მაურისიო პოჩეტინო გაწვრთნის

ლონდონის „ტოტენჰემიდან“ დათხოვნილი მაურისიო პოჩეტინო ზაფხულში მიუნჰენის „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იტყობინება.

არგენტინელი სპეციალისტი ნიკო კოვაჩს ჩაანაცვლებს, რომელიც გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ პოსტიდან დაითხოვა. „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ჰანს-დიტერ ფლიკი შეასრულებს. რაც შეეხება პოჩეტინოს, ის „ტოტენჰემიდან“ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ გაუშვეს. არგენტინელი პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ შეცვალა.