ცნობილმა სპორტსმენმა ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონზე მეხუთედ სამმაგი დუბლი შეასრულა და ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა ვინც, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა გუნდის წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა .
აქამდე ლებრონს NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა სამმაგი დუბლი შესრულებული, „ოკლაჰომას“ გარდა, გუშინ ღამით კი მან აღნიშნული სია სრულად შეავსო და კიდევ ერთი ტიტული დაიმსახურა.
კალათბურთელი უკვე მეორე წელია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ ირიცხება და თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნულით თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა.
ახალ სეზონში გუნდი 12 მოგებითა და 2 მარცხით NBA-ში ამჟამად საუკეთესო მაჩვენებელს აფიქსირებს.