მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული ბრაზილიის ნაკრებია. გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელებმა მექსიკის 17-წლამდე გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
ბრაზილიელები თავდაპირველად ჩემპიონატის მასპინძლებთან აგებდნენ, მაგრამ ჯერ კაიო ჟორჟემ პენალტით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ლაზარომ გამარჯვების ბურთი გაიტანა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი გაბრიელ ვერონი დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი კი ჰოლანდიელმა სიონტე ჰანსენმა მიიღო. ბრაზილიის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო და რეკორდსმენს, ნიგერიის გუნდს ერთი ტიტულით ჩამორჩება.