არგენტინისა და ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დროს, ლიონელ მესი და ედინსონ კავანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც კავანი მესის გამო დაჯარიმდა, ამის შემდეგ მათ შორის კამათი დაიწყო. ურუგვაელმა ლეოს სიტუაციის გასარკვევად ჩხუბი შესთავაზა, რაზეც „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავმა ასე უპასუხა: - „როცა გინდა“.
გამოცემის ცნობით, კავანიმ და მესიმ საქმის გარჩევა გასახდელისკენ მიმავალ გვირაბშიც განაგრძეს, რაც იქამდე მივიდა, რომ მათი გაშველება ლუის სუარესს მოუწია.