მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

დიეგო მარადონამ „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ Sky Sport - ი იტყობინება.

მიზეზი კლუბის პრეზიდენტის, გაბრიელ პალეგრინოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც „ხიმნასიას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

მარადონა კი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პელეგრინო „ხიმნასიას“ პრეზიდენტად დარჩებოდა.

დიეგო მარადონამ „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 6 სექტემბერს დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა 3 მატჩი მოიგო და 5 წააგო. ამჟამად „ხიმნასია“ სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილს იკავებს.