„ბიო ჰქონდა მოწეული“ - „ტაისონა“, რომელმაც ვაკეში ოჯახის წევრები დახოცა, ადრე ნასამართლევი იყო

„ბიო ჰქონდა მოწეული“ - „ტაისონა“, რომელმაც ვაკეში ოჯახის წევრები დახოცა, ადრე ნასამართლევი იყო

35 წლის ლევან აბაშიძეს, რომელსაც „ტაისონას“ მეტსახელით იცნობენ, ოჯახის წევრების მკვლელობამდე, სავარაუდოდ, ბიონარკოტიკი ჰქონდა მიღებული. ატენის ქუჩაზე მოკლულების ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, აღნიშნული ვერსია ადგილზე მყოფი საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა.

„ასე თქვეს, ბიო ჰქონდა მოწეულიო. როგორც ჩანს, გამოკითხეს ვიღაცეები და ამაზე დაყრდნობით ითქვა ეს ამბავი“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ლევან აბაშიძე წარსულში ნასამართლევი იყო, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რა ბრალდებით იყო ის დაკავებული.

ტრაგედია ატენის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მოკლულია 60 წლამდე ქალი ირინა გედევანიშვილი და ასევე მისი ქალიშვილი თამარ აბაშიძე. გარდაცვლილია ლევან აბაშიძეც.