მარკუ კანერვა - ალბათ, ბევრს ეს სახელი არაფერს გვეუბნება, მაგრამ ამ ადამიანმა ფინეთის ნაკრები ისტორიაში პირველად დიდ საფეხბურთო ტურნირზე, უფრო კონკურეტულად კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. კანერვამ ისტორია დაწერა, გადაუჭარბებლად. არადა, იყო დრო, როდესაც დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
ყოფილი ფეხბურთელი კანერვა სწავლას შვედეთის დაწყებით სკოლაში იწყებს. შემდეგ კი, ჰელსინკში გადაინაცვლა. 1998 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ მათემიტაკისია და ფიზიკური აღზრდის სწავლება დაიწყო (2003 წლამდე), როდესაც დარგის შეცვლა გადაწყვიტა. მერე ხელი მწვრთნელობას მიჰყო და ფინეთის 21-წლამდე ნაკრების გაწვრთნა ანდეს, შემდეგ ეტაპი ფინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტობა აღმოჩნდაჰასე ბაცკეს გათავისუფლების შემდეგ კი, ეროვნული ნაკრები ჩაბაარეს, რის შედეგადაც, თავიდან ფეხებამდე სრულად გარდაიქმნა...
ჰელსინკის უნივერსიტეტის გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა გუნდთან ელემენტარული წესების საფუძველზე. გუნდის ნდობას და წახალისებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მაგალითი ისლანდიიდან აიღო:
„შევისწავლე ის, სადაც შეიძლებოდა მსოფლიოში საუკეთესოები ვყოფილიყავით. მივედი დასკვნამდე, რომ ისლანდიის მაგალითი უნდა გამოგვეყენებინა. გუნდისგან, რომელიც ჩვენთვის ძალიან განსხვავებული არ იყო ტექნიკური, ადამიანური ფასეულობების თვალსაზრისით და რომელმაც საკუთარი ძალა გუნდური სულისკვეთებით დააფუძნა. ჩემი ძირითადი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ყველას აქვს ურთიერთპატივისცემა და ნდობა. ყველაფრის გაზიარება ხდება. თუ ფეხბურთელი ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, თქვენ შეძლებთ პრობლემის გაგებას და მოგვარებას“, - ამბობდა კანერვა.
როგორც კარგი მასწავლებელი, თითოეული თამაშის შემდეგ სწავლობს და აანალიზებს ფეხბურთელების თამაშს, რომ დაეხმაროს შეცდომების გაანალიზებაში. შეკრებების დროს მან შექმნა ნამდვილი გუნდური სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ თემასთან. საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ მიზანი კვალიფიცირება იყო. ერთი შეხედვით რთული ამოცანა, მაგრამ უკვე რეალობა, რომელიც აქამდე ფინეთის ნაკრებს არ ჰქონია.
ამ ყველაფერში კი, 55 წლის მარკუ კანერვას, ყოფილი ფეხბურთელის, შემდგომ მათემატიკის მასწავლებლის, უდიდესი წვლილია და ახლა სამშობლოში ნამდვილი გმირია.