ოპოზიცია გახარიას გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

ოპოზიცია გახარიას გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება“, – ასე ხსნის ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებების პირველი მოსმენით ჩაგდებას.

„ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი მმართველ გუნდში ერთპიროვნულად არ ყოფილა მიღებული და მას ხელს 90-მდე დეპუტატი აწერდა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, დეპუტატები იყვნენ, რომლებიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ მათ სახელებს არ ასახელებს.

„ჩვენი პარტია არის დემოკრატიული. პარტიაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ერთ მოსაზრებაზე, არის განსხვავებული მოსაზრებები. ჩემთვისაც ბევრი რამ არ არის მისაღები. ნამდვილად არ ველოდი თუ ეს არ განხორციელდებოდა, მთავრია გუნდის შენარჩუნება ისევ და ისევ ქვეყნისთვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ საშუალება ქვეყანაში გამოიწვიონ დაპირსპირება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მმართველი გუნდი აღიარებს, რომ ვითარება რთულია, თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, პარლამენტი დგას თავის ადგილზე, არანაირი კატასტროფა არ მომხდარა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კანონპროექტის ჩაგდებაზე ადეკვატური რეაქცია ექნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც შერეული სისტემით მიდიოდა არჩევნები. ახლა არ მოსწონთ თურმე ის, რაც თვითონ არ შეუცვლიათ და ახლა ამაში ხედავენ აპოკალიფსს. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, პარლამენტი დგას თავის ადგილზე, ყველა მუშაობს გამართულად, არ მომხდარა არანაირი კატასტროფა. „ნაციონალური მოძრაობისგან“ პასუხისმგებლობას არ ველოდებით იმიტომ, რომ დღევანდელ დღესაც კი აქციის დაორგანიზება და მაჟორიტარ დეპუტატებზე „მონების ძახება“ აი, ასეთი შედეგის გამომწვევია. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე, სტაბილურობა და პროცესების მართვა. ეს ასეც იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების ჩაგდებამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია გააერთიანა. ოპოზიციის ლიდერებმა მიმდინარე მოვლენების სამომავლო განვითარების გეგმები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებულ შეხვედრაზე ჩამოაყალიბეს – გადადგეს გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები! - ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში გავიდა.

თავის მხრივ, ირმა ინაშვილი ხვალ პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 0,67 პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი შეიცვლება ბუნებრივი ბარიერით – 0,7%. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი აცხადებს, პარტია აქციების რეჟიმში გადადის. პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

„აქციების პირველი და მთავარი მოთხოვნა იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება. თუკი გაიაზრებენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას, ეძლევათ შანსი, დაჩქარებული წესით მიიღონ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა. ამავდროულად, დაწყებულია აზრთა მიმოცვლა პოლიტიკურ სპექტრში. მოგეხსენებათ, ყველა პარტია გადასულია საპროტესტო რეჟიმში.

უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთიან სქემაზე, ეს სქემა უნდა იყოს მისაღები მთელი პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისთვის. ჩვენი მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამართლიანი. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა ქართველ ხალხს სამართლიანი არჩევნების უფლება, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

აჯანყების კანონიერი უფლებებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, რომლის განცხადებით, აჯანყების უფლება ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში დევს და ვინც შენს თავისუფლებას მოეპოტინება, იმას მოხვდება ცხვირში. მისი თქმით, ივანიშვილმა გადააგდო ხალხი, ახლა ხალხი გადააგდებს ივანიშვილს.

„თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება, რომ ეს კაცი არის მატყუარა, ფლიდი, გადამგდები, მაშინ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიბერტყე კალთები, მოტრიალდი და წადი მისგან, რადგან ასეთ ადამიანთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ურცხვად გვატყუებს, აუქმებს არჩევნებს. თან ბრიყვი უმრავლესობის წევრები ლაპარაკობენ, რომ თუ ოპოზიცია შეიძლება მოვიდეს, მხარს არ დავუჭერთო. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ოპოზიციას არჩევნებით გამარჯვების შანსი აღარ აქვს? ამას გვეუბნებიან? ანუ შევდივართ ჩიხში და აქედან გამოსავალი რა არის? აქედან გამოსავალი არ არის. ხალხი არსად წავა, წავა ივანიშვილი. ლოგიკურია – წაგვართვეს არჩევნები, დაგვახიეს თავზე კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები ხომ დარჩა და ადამიანის უფლებაში დევს თავისუფლება. როდესაც გართმევენ არჩევანს, ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიხედვით, ადამიანს აჯანყების უფლება აქვს. ივანიშვილი ამას აკეთებს იმისთვის, რომ დააპირისპიროს ხალხი, ცუდი განვითარება ჰქონდეს ყველაფერს, რომ ბოლოში ადვილად ჩაგვაბაროს რუსეთს. ეს კაცი მიგვაქანებს რუსეთისკენ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მოიპოვოს.

„ჩვენ, ოცმა პარტიამ, მაშინ ხელი მოვაწერეთ მოთხოვნას და შევაგროვეთ 200 000 ხელმოწერაზე მეტი, რომ ხელისუფლებას გაეგო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემის ჩატარება. მივიღეთ ფანტასტიკური შედეგი, რომ ხელისუფლება ამაზე წამოვიდა, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააფუჭა. დღეს ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გავრილოვის ღამე უვერტურა იყო, მესამე აქტი წინ არის. მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები არ შედგეს.

„საქართველოში პარლამენტარიზმი დამთავრდა, დემოკრატია მოიპარეს, სახელმწიფო მოიპარეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ხელისუფლების დათმობა. ერთი კვირა ატარებდნენ კვლევებს და მშვენივრად იციან, რომ კატასტროფული მარცხი ელოდათ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნები არ შედგეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ცნობილი განცხადება არ უნდა გაერცელებინა, არამედ უნდა გადამდგარიყო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან. მისი თქმით, მხოლოდ ეს გადაარჩენდა ივანიშვილს, როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს.

„ივანიშვილის გავრცელებული განცხადება არის გუშინდელი ირაკლი კობახიძის განცხადების „რიმეიქი“. ეტყობა, მას დღეს კობახიძესთან აქვს პოლიტიკური რომანი. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის ადამიანურად, პოლიტიკურად გადარჩენის შანსი, ამ წერილის გამოქვეყნება კი არ იყო, არამედ მას უნდა ეთქვა, რომ მე მოგეცით პირობა და მე ეს პირობა ვერ შევასრულე, მიზეზების ახსნა კი არ უნდა დაეწყო. ამიტომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, გადავდივარ პარტიის თავმჯდომარეობიდან, იმიტომ რომ ვერ უზრუნველვყავი ჩემს მიერ ნათქვამი პირობის შესრულება.

განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დღეს ხალხი გადააგდო, კიდევ პირობას დებს, რომ 2020 რაღაცას შეგისრულებთო, წარმოიდგინეთ რამდენად არაადეკვატური შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც დღეს გადაგაგდო და რომელიც დღესვე გეუბნება, მე ვარ გარანტი 2020 წლის არჩევნებისო. ეს არის სრული აბსურდი, ფარსი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

tngh იმ 15 000 მხარდამჭერიდან, რომლებიც ქ-ნი ნინოს საპრეზიდენტო წარდგენისას სპორტის სასახლეში შევიკრიბეთ, ალბათ 150 მხარდამჭერი დარჩა ქ-ნ ნინოს. რეალობა ასეთია... "0"-ნი ბარიერითაც კი გაუჭირდება პროპორციულ სისტემით პარლამენტში მოხვედრა...
4 წლის უკან
tngh საქართველო აგრალული ქვეყანაა და რეგიონებს აუცილებლად სჭირდებათ წარმომადგენლობა პარლამენტში. მაჟორიტარი დეპუტატები!!!
4 წლის უკან
tngh "ნაცების" დროს, თუ მეხსიერება არ მღალატობს არჩევნები პროპორციულ/მაჟორიტარული სისტემით ტარდებოდა. დღეს საუკეთესო ვარიანტი 100/50-ზე პროპორცია იქნება პროპორციულსა და მაჟორიტარებს შორის...
4 წლის უკან
სოციალისტი სურათს დაარქვით სახელი. ჩემი ვერსია იქნება - ბესელიას საძმო, 1993 წელი!
4 წლის უკან
tngh "საუკუნის ფოტო"!!!
4 წლის უკან
trampi კიდევ ერთხელ ვენაცვალე აკაკი ბაქრაძის სულს...(რა ვქნა ეს კაცი ჩემი ცხოვრების აითოლა ხომეინია)

,,რაც უფრო მძლავრად ღელავს ზღვა, მით უფრო დიდი სიღრმეებიდან ამოაქვს წლობით ზღვაში დაგროვებული ჭუჭყი, ნაგავი და ზედაპირზე იწყებს ის ტივტივსო...
ასეა ერიცო....
სუფთა ღვინის მაგალითი მოჰყავდა ხოლმე.....
ამბობდა ...... ერზე მოფიქრალი, ერზე მზრუნველი კაცი მერე ქვეყანას ამ ნაგავისგან წმეენდსო....
სადააა მერე ერზე, მის ზნეობა - მორალზე, მის ავ კარგზე მოფიქრალი კაცი??
ფაფუუ....


ხოოდა,..... აი ნახეთ ხალხნო, ნახეთ.....ყველა ნაძირალა, ყველა მედროვე, ყველა პირადი ინტერესებთთ შეპყრობილი კარიერისტი, ზედაპირზე ერთად ამოტივტივდა...
სად ნაცები და სად ბურჯანაძე?? ---აკი პუტინის კაციაო(ქალიაო??)
სად ნაცები და სად ნაცების დაუძინებელი მტერი კუკავა??
ან ეკა ბესელია და ნაცებიიიიი???
აუუუუუუუ .......................... რას არ ნახავს კაცი ქვყანაზე


და ამათ სტკივათ საქართველოოო??? --------მეტი არ იქნას საქართველოს მტერი...
ამათ გუბაზისა არ იყოს მხოლოდ მილიონების შოვნა უნდათ., მეტი არაფერი......

ისე ეს ყველაფერი კი სუ ამ დებილების ბრალია... ესენიც აუცილებლად გასაყრელები არიან...
აბა ჭკვიანი კაცი აქამდე მიუშვებდა საქმეს??, ამ დამნაშავე ნაცებს ასე ააააგულავებდა კაციიი?/
მაგრამ ვიიინ? ---- ისევ კაციჭამიები და ვამპირებიი??(ნატალი მართალია რომ ამტკიცებს---- ბუებად ინახავენ ნაცებოსო)
ამ ნაცებს იმდენი ცოდვები აქვთ ჩადენილი , იმდენი ცოდვები, რომ ნებისმიერ არჩევნებში ოცნება მაინც გაიმარჯვებდა...რისი ეშინიათ??
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო, ისეა ამ ოცნების საქმე....თორემ ამათაც....ჰაიდა ეკუთვნით
წესით ჭკვიანი კაცი ამ ნაცებს დაჟე ფორასაც მისცემდა და მაინც მოუგებდა არჩევნებს

ისე კი რომელ დამპყრობელს, რომელ დაპყრობილ ქვეყანაში დაუწესებია ოდესმე დაპყრობელი ერის სასარგებლოდ კანონები.????
ასეა ეს!!!....
ჯერ საკუთარ ქვეყანაზე მორგებული კანონი და საკუთარ ქვეყანაზე მორგებული კანონმდებლობა უნდა გვქონდეს ჩვენ და მხოლოდ მერე მეგობარ -დამპყრობლები.....
გლობალიზაცია---ლიბერასტობააააა?
ჩქარა სიქტიმი მოუვა ამ ლიბერასტობა--გლობალიზაციას და მერე გადაააკეთეთ ისევ კანონმდებლობაც და კონსტიტუციაც
ბელიე იდუტ....კრასნიე იდუტ----ხან აქეთ ვატრიალოთ, ქუდები და ხან იქით.....
ქართული , ქართული გვინდა ჩვენ წესიცა და კანონიც, თუ არადა ............. კი ვტივტივებთ ოკეანეში მოტივტივე უპატრონო--უტრაკო ნავივით და ასე ტივტივში ვიქნებით ყოველთვის (თუ ამ ძმობა--მეგობრობის ოკეანემ არ ჩაგვყლაპა)
4 წლის უკან
Serapina აბა რას ვამბობდი მე, სულ თავიდან?
არ იყო საჭირო, კედელს თავით დატაკებოდა ვინმე(ბიძინისტებმა, ესეც ვერ გაიგეს...წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანეს).
დასავლეთმა მისცა წითელი ბარათი, გაუწონასწორებელ სააკაშვილს. და არა ქართველმა ხალხმა!!!! ....გასაგებია,ჩააგვირისტეს "მეგობრებმა " თავისი წინაპირობები...
ოქროს შანსები იყო აქ, ვინმეს, მცოდნეს, ქართველი ხალხისთვის სიკეთე გაეკეთებია( ყველაფერი კანონის ფარგლებში და მაინც, "საქართველო, უპირველეს ყოვლისა! " რომ ჰქონოდა თავში იმ ქართველ(ებ)-ს.

როგორც მუჭა-მუჭა გართმევენ და გინადგურებენ, ისე მუჭა-მუჭა იყო ყველაფერი, ზურგს უკან შემოსაბრუნებელი... წამრთმევმა იცის, რა წაგართვას და იმიტომ!
აგერ ბატონო, ეროვნული პარტიები და ძალები(თვითონ რომ დაეფინანსებია ჩუმად... როგორც თურმე ადრე ხელოვნების მუშაკებს აფინანსებდა... და ჩვენ არ ვიცოდით) ...ესენი ვერ დავაკავე, საზოგადოება ამათ უჯერებს და რაღაც ამათაც უნდა "გადავუგდოთო"... ეს, არ გამოვიდოდა?!
კი,კი გამოვიდოდა, მაგრამ ამას კალაძისნაირები კი ვერ გააკეთებდნენ... ამას, კერასინკაზე რომ იმეცადინეს და ათას გაჭირვებას გაუძლეს, ისინი გააკეთებდნენ! ისინი, სახლში დააჯინეს უმუშევარი და ყველა ხვრელში ძვრომის ოსტატი დააწინაურეს.
ნაცები ხეხეს და ოპოზიციად წამოასკუპეს....
ჰოდა, ერთი სიტყვით, უგნურება ჰქვია ამას!
თავისთვის მაინც არაფერს დაიშავებენ და ისევ ხალხის ზურგზე გადაივლის ყველა გარეწარის და უტვინოს დოღი!

პ.ს. აკაკი ბაქრაძის წიგნები, თავის დროზე გადმომილაგეს საწერ მაგიდაზე... ბევრს რომ წაეკითხა, ვიღაცეების სურათებს არ გააკრავდნენ "კრაოტებთან"... და სანთლების დასანთებ ადგილებსაც მიაგნებდნენ.
4 წლის უკან
trampi იდეალური სურათია ......იდეალური
ისე მე უფრო კაი სასტავს გადავიღებდი, აკლია აქ ვიაც ვიღაცეები......
ფორ.გე ეცადე რომ ჩათლახების უფრო სრული სატავი გადაიღო
მემატიაანებმა ეს სურათი აუცილებლად შთამომავალობას უნდა შეუნახონ ...... სახელმძღვანელოდ ....თუ როგორი ჩართლახი მტრები ჰყავს ქვყანას
(მთავრობის წევრების სურათებსაც მივამატებდი აუცილებლად მდინარაძის თამადობით) ..
ბოლო ბოლო მონტაჟი გაააკეთე, ამ დრეებში მოგცემენ მაგის საშუალებას -------- ყველა პოდიუმზეა გამოსული
ჩემი მტრის, მტერი ჩემი მეგობარიაო...... ამ პრინციპს არსად არ გაუმართლებია.....ვერც აქ გაამართლებს...
ვაააა რაღამც თქვეს ყოფილიყო ის პროპორციული....... ამ ყირაობას და გამიშვი დამიჭის ხომ მაინც სჯობდა??
იმიტომ ვამბობ ესენი დებილები არიან მეთქი....

ჰოოო , მართლა ............. კახა კახიშვილი სად ყავთ გადამალული, ვინმემ ხომ არ იცით??
4 წლის უკან