„იუვენტუსის“ სოპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი, მანჩესტერში შეუნიშნავთ, რამაც აღძრა ეჭვები, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბასთან სალაპარაკოდ იყო ჩასული - გვამცნობს talkSport.
რამდენიმე დღის წინათ გაცხადდა, რომ „ბებერი ქალბატონის“ ხორვატი შემტევი, მარიო მანჯუკიჩი, კარიერას „მანჩესტერში“ გააგრძელებს. პარატიჩის ინგლისსი ჩასვლას ამ ფაქტსაც უკავშირებენ.
იტალიური მედია აღნიშნავს რომ პარატიჩი მზადაა ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები აწარმოოს, ოღონდ პოგბა „იუვენტუსში“ დააბრუნოს.
პოგბას ადრეც, 2012-16 წლებში უთამაშია „იუვენტუსში.“ სწორედ ტურინულ კლუბში დაიწყო მისი, როგორც ვარსკვლავის კარიერა.