ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი მთავარი ლიგის საფეხბურთო გუნდის „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთისა და არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მოხარულია MLS-ში დაბრუნებით, სადაც ადრე „ნიუ იორკ რედ ბულზში“ თამაშობდა. მისი თქმით, კარგად იცნობს ამ ლიგის თამაშს, ყოველთვის აკვირდებოდა და ეხლა უკვე პრაქტიკულად შეძლებს აქ მუშაობას.
ტიერი ანრიმ მონაკოში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრამდე იმუშავა, სულ 20 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და 11-ჯერ წააგო.