„ბარსელონას“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის კლუბში ფეხბურთელებისადმი ძალიან მაღალი მოთხოვნებია.
„აქ ყოველ სამ დღეში ერთხელ გამოცდა უნდა ჩააბარო. აქ არ არსებობს დასვენება, რადგან ფეხბურთელებს არ პატიობენ ცუდ მატჩებს. ადვილი არ არის ამ პირობებთან შეგუება. უკვე ხუთი წელიწადია ასეთი წნეხის ქვეშ ვთამაშობ და ვცდილობ, თავი გავართვა სიძნელეებს. არც იმაშია რაიმე უცნაური, რომ სკაუტები ახალ თავდამსხმელს ეძებენ. ასეთია საფეხბურთო რეალობა.“ - ციტირებს სუარესის სიტყვებს Mუნდო Dეპორტივო.
სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ესპანური პრიმერას 10 მატჩში ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.