„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
„მომავალ ზაფხულს, ჯერ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ევრო 2020 უნდა მოვიგო, შემდეგ კი ოლიმპიურ ნაკრებშიც მინდა ვცადო ბედი.“ - უთხრა მბაპემ L`Equipe-ს.
მბაპეს კონტრაქტი პსჟ-სთან 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და როგორც ჩანს, მის გახანგრძლივებას არ აპირებს. სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ის სხვა კლუბში გადავა.