ირაკლი ქადაგიშვილი: ფასეულობათა დევალვაციის პროცესში არიან ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური თუ ჩინოვნიკური წრეები

ირაკლი ქადაგიშვილი: ფასეულობათა დევალვაციის პროცესში არიან ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური თუ ჩინოვნიკური წრეები

ფასეულობათა დევალვაციის პროცესში არიან ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური თუ ჩინოვნიკური წრეები, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ელენე ხოშტარია პატიმრობასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიციას.

ქადაგიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მალე დაუბრუნდება იმ ფასეულობებს, რომელთა გამო ევროპა მისაღები იყო კაცობრიობისათვის.

„ფასეულობათა დევალვაციის პროცესში არიან ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური თუ ჩინოვნიკური წრეები. ადამიანი და პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების წინააღმდეგია და საარჩევნო პროცესის დარღვევით არის დაკავებული - მას გულშემატკივრობენ და პოლიტპატიმარს უწოდებენ, მით უმეტეს, როდესაც კანონი მან აშკარად დაარღვია. აქედან გამომდინარე, ერთი რამ შეიძლება ითქვას, აქ არის ფასეულობების აღრევა. იმედია, ეს პროცესი ევროკავშირში მალე დასრულდება და დაუბრუნდებიან იმ ფასეულობებს, რომელთა გამოც იყო ევროპა ყოველთვის მისაღები კაცობრიობისათვის”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ევროკომისია ელენე ხოშტარიას დასაცავად გამოვიდა - კანონდარღვევაზე არაფერს ამბობენ და ბრიუსელიდან პირდაპირ პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, გამოყენებულია ტერმინი „პოლიტიკური პატიმარი“. ევროკომისიის პრეს-სპიკერი აცხადებს რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას.

ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.