შვედმა ცნობილმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამერიკის შეერთებული შტატები დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე დაწერა. მან მადლობა ამერიკას და კლუბს გადაუხადა, სადაც იგი თამაშობდა, ასევე ამერიკელ გულშემატკივარს დაემშვიდობა.
„მოვედი, ვნახე, დავიპყარი. მადლობა LA Galaxy-ს, იმისათვის რომ კვლავ გამაცოცხლე. თქვენ გინდოდათ ზლატანი და მე მოგეცით ზლატანი. ახლა დაუბრუნდით ბეისბოლის ყურებას”, - წერს ფეხბურთელი.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სად გააგრძელებს იბრაჰიმოვიჩი თამაშს.