"რევოლუციონერი" კატა, სახელად ქვილთი, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის თანამშრომლებმა "სამარტოო საკანში" ჩასვეს, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე გაათავისუფლა მასთან ერთად, სპეციალურ ოთახში მცხოვრები კატები. თავშესაფარი Friends For Life ტეხასის შტატში მდებარეობს.
ქვილთიმ მეამბოხე სულისკვეთება ჯერ კიდევ თავშესაფარში მოხვედრამდე გამოავლინა - სახლში, სადაც ის მანამდე ცხოვრობდა, პატრონის წინააღმდეგობის მიუხედავად, ძაღლს უშვებდა ხოლმე.
ახალ თავშესაფარში კი კატამ პირიქით დაიწყო - ცხოველებს ოთახებიდან გარეთ უშვებდა. ქვილთი არაერთხელ აღმოუჩენიათ თავშესაფრის თანამშრომლებს იქ, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო. მათ კატის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერეს.
თუმცა ქვილთის ისტორია ბედნიერად დასრულდა. ახლა ის პოტენციური პატრონების სახლშია - გარკვეული დროის შემდეგ ადამიანები გადაწყვეტენ სურთ თუ არა კატის შეფარება. როგორც თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, კატამ, როგორც იქნა, შეწყვიტა ამბოხი. ისინი იმედოვნებენ, რომ ქვილთი ახალ პატრონებთან დარჩება.