დავიდ ვილია კარიერას ასრულებს

დავიდ ვილია კარიერას ასრულებს

37 წლის ესპანელმა შემტევმა დავიდ ვილამ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს.

" 19-წლიანი კარიერის შემდეგ, სეზონის დასრულებასთან ერთად ჩემი კარიერაც სრულდება. დიდი მალდობა ყველა გუნდს, მწვრთნელს, გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. მადლობა იმ სიყვარულისთვის რაც მე თქვენგან მივიღე"- განაცხადა ვილიამ.

დავიდი ახლა იაპონურ კლუბ "ვინსელ კობეში" ასპარეზობს. შემტევს აქამდე" სარაგოსაში", "ვალენსიაში", "ბარსელონაში", "ატლეტიკოში", "ნიუ იორკში" და "მელბურნ სიტიში" უთამაშია.

ვილია 2010 წელს ეპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საკლუბო კარიერაში 752 შეხვედრა ჩაატარა და 376 გოლი გაიტანა.