ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უკმაყოფილო არიან იმით, რომ გუნდის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ მატჩში 55-ე წუთზე მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, შემდეგ კი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში გაემგზავრა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს.
მისი ცნობით, ფეხბურთელები 34 წლის პორტუგალიელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. კლუბის სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი უკვე დაუკავშირდა რონალდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს და იმედი გამოთქვა, რომ აგენტი ფეხბურთელს ბოდიშს მოახდევინებს.
„იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 10 ნოემბერს გაიმართა და ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე არგენტინელმა პაულო დიბალამ გაიტანა, რომელმაც 70-ე წუთზე რონალდუ შცვალა.
მატჩის შემდეგ მედია წერდა, რომ რონალდუ შეცვლით უკმაყოფილო იყო და მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის შეაგინა.