ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ბარსელონაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. როგორც ის წერს, მალე მისი გულშემატკივრები ახალ ამბავს შეიტყობენ.
„მე სახლში დავბრუნდი. მადლობა ღმერთს ასეთი სიყვარულისა და დაფასებისთვის. აქ ყოველთვის განსაკუთრებული ენერგიაა. უკვე ვესაუბრე „ბარსელონას” პრეზიდენტს და ძალიან მალე ახალ ამბავს შეიტყობთ”, - აღნიშნა რონალდინიომ.
ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში 2003-2008 წლებში თამაშობდა.