ამერიკელი ტანმოვარჯიშე ვარჯიშის დროს დაიღუპა

ამერიკელი ტანმოვარჯიშე ვარჯიშის დროს დაიღუპა

ცნობილი ამერიკელი ტანმოვარჯიშე, მელანი კოულმენი ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

სამხრეთ კონექტიკუტის უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტი, ოლიმპიური ათლეტების მოსამზადებელი შეკრების დროს, სპორტულ ტანვარჯიშში ორძელზე ასრულებდა ვარჯიშს და ნახტომის შესრულებისას ზურგის სერიოზული დაზიანება მიიღო.

კოულმენი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამდღიანმა მკურნალობამ, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და ტანმოვარჯიშე გარდაიცვალა. მელანი კოულმენს მილფორდის იურიდიული სკოლა ჰქონდა დამთავრებული, რომლის ტანვარჯიშის გუნდის კაპიტანიც იყო.