ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი კუბიჰინერის საკმაოდ ეფექტური ილეთით დაამარცხა. ოთხი ტურის შემდეგ ქართველი სუმოისტის ანგარიშზე 2 მოგება და 2 წაგებაა.
ხვალ, 14 ნოემბერს, ტოჩინოშინი დაიეიშოს შეხვდება, რომელთანაც აქამდე გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. კიუშუ ბაშოს დარჩენილ 12 შეხვედრაში ოძეკის წოდების დასაბრუნებლად გორგაძეს რვა მოგება სჭირდება.