საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ქართველი ფეხბურთელით ცნობილი ესპანური კლუბი „ვალენსია“ დაინტერესდა.
TodoFichajes.com-ის ინფორმაციით, ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, ჩაკვეტაძის გადაბირების საკითხს კლუბი უკვე აქტიურად განიხილავს.
ესპანური მედია წერს, რომ 20 წლის ჩაკვეტაძე ძველ კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, „გენტი“ ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს.