ირაკლი კობახიძე:  ჩვენი ოპონენტები არიან საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთის სწამს 

ირაკლი კობახიძე:  ჩვენი ოპონენტები არიან საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთის სწამს 

მიჩვეული ვარ, როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა მის ინიციატივებს, ოპონენტების მხრიდან ათას სისულელეს ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპატატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე  პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების" სახელით გასულ კვირებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მათ შორის, წყალტუბოს განვითარების პროექტზე ისაუბრა.

„მინდა, შევეხო წყალტუბოს თემას, მოგეხსენებათ უპრეცედენტო ინიციატივა  იქნა გახმოვანებული ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მიჩვეულები ვართ, რომ როდესაც საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მის ინიციატივებს, ვისმენთ ათას სისულელეს ოპონენტების მხრიდან, თუმცა ამ შემთხვევაში, მათი ოპონირება იყო აბსოლუტურად გაუგონარი. ეს არის ინიციატივა, პროექტი, რომელსაც არათუ არანაირი ხინჯი არა აქვს, ეს არის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს წყალტუბოს უპრეცედენტო აღორძინებასა და წყალტუბოს ქცევას საერთაშორისო მასშტაბის უმაღლესი სტანდარტების კურორტად, აქაც კი შეეცადნენ ჩვენი ოპონენტები, რომ მოეძებნათ გარკვეული „არგუმენტები" იმისთვის, რომ არ დაეფასებინათ ეს ინიციატივა", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს მეტყველებს, რომ ოპონენტებს ქვეყნის წარმატება არ უხარიათ.

„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ჩვენი ქვეყანა, არ უხარიათ არანაირი წარმატება, არანაირი სიკეთე და პირიქით, სწყინთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება. ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, არის განწირული მხილებისთვის და წარუმატებლობისთვის. ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთის სწამს", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოციალისტი ბატონო ირაკლი ჯერ საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ფილმთან - და ჩვენ ვიცეკვეთ" , და მერე ილაპარაკეთ ბიძინას ქველმოქმედებაზე, ღმერთზე, პოლიტიკურ ძალებზე...?! )))) ჯერ მკაფიო პოზიცია!!!
4 წლის უკან