გიგა ბოკერია:  როცა ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ნიკა მელიას აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ვასაძეს და შავრაზმელების მთელ ბანდას

გიგა ბოკერია:  როცა ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ნიკა მელიას აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ვასაძეს და შავრაზმელების მთელ ბანდას

თავისუფლების მტრები დღესაც ღიად არიან შეკრული ივანიშვილის ხელისუფლებასთან და ეს პირველ რიგში, გამოიხატება ძალადობისთვის დაუსჯელობით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხალხს, რომელიც ძალადობას აორგანიზებს და მოქალაქეებს თავს ესხმის, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს.

„დღეს, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია და ნიკა მელიას სამართლებრივად აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, დაუსჯელობის სრული გარანტია აქვს ხალხს, რომელიც ღიად მოუწოდებს ძალადობისკენ, თავს ესხმის მოქალაქეებს, აორგანიზებს ძალადობას. ეს ხალხია ვასაძე და შავრაზმელების მთელი ბანდა, რომლებსაც ივანიშვილი იყენებს თავისი პოლიტიკური ამოცანებისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. უმრავლეს საკითხებში ხელისუფლება და ეს ადამიანები ერთ სულ და ერთ ხორც არიან. ჩვენ ისინი ერთად უნდა დავამარცხოთ,“ - განაცხადა ბოკერიამ.

სოციალისტი შენ არც შავრაზმელი ხარ, არც წითელრაზმელი, არც ნატურალი, გეიც კი არ ხარ ..... შენ ხარ საქართველოს სირცხვილი!
You're not a black squad, you're not a red squad, you're not a natural, you're not gay...you are a shame of Georgia!
5 წლის უკან