ხელისუფლება პიარის სრული კრახის შედეგად აღმოჩნდა იმ კურდღლის როლში, რომელიც გარბის იმ მიზეზით, რომ აქლემებს ნალებს აკრავენ და რომ დაგაკრავენ, მერე მტკიცება – აქლემი არა ვარ, გვიანიაო

ხელისუფლება პიარის სრული კრახის შედეგად აღმოჩნდა იმ კურდღლის როლში, რომელიც გარბის იმ მიზეზით, რომ აქლემებს ნალებს აკრავენ და რომ დაგაკრავენ, მერე მტკიცება – აქლემი არა ვარ, გვიანიაო

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლების არაეფექტური პიარის შესახებ წერს:

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ აგრესიული ლიბერალების ჯგუფმა, რომლის წინა ფლანგზე ვითომდა „არასამთავრობო ორგანიზაციები“ დგანან, ხოლო სრული გავლენა “ევროპულ საქართველოსა” და ნაციონალურ მოძრაობას აქვთ, მოახერხა და დღევანდელ ხელისუფლებას ე.წ. „რუსული ნარატივის“ დამღა დაასვა.

ხელისუფლება პიარის სრული კრახის შედეგად აღმოჩნდა იმ კურდღლის როლში, რომელიც გარბის იმ მიზეზით, რომ აქლემებს ნალებს აკრავენ და რომ დაგაკრავენ, მერე მტკიცება – აქლემი არა ვარ, გვიანიაო (ამ შემთხვევაში პიარის შესრულებლებს ვგულისხმობ).

ნებისმიერი პროვოკაცია თუ ინციდენტი, რომლებიც ამ ჯგუფის ჩარევითა, თუ სხვადასხვა გარემოების გამო ხდება, მაშინვე „ჩნდება“ ე.წ. „რუსული კვალი“, რომელიც ხელისუფლებისკენ მიდის.

ნებისმიერი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა, თუ ხელისუფლების ძალისხმევით ხორციელდება, ასევე „იძენს“ „რუსული გავლენის გაძლიერების“ ფორმატს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ბიოგრაფია, რაიმე „რუსულის“ არსებობას სრულიად გამორიცხავს, ქართული მედიის 90%, 25-45 წლების ამომრჩეველი, ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტი თუ გამოცემა, ფაქტობრივად მოქცეულია ამ გავლენის ქვეშ და ვერ (დიახ – ვერ) ხედავს რეალობას.

ოცნების ჩამოუყალიბებელმა პრინციპებმა, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების უგულველყოფამ (ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის შეფასებაზე უარი. კოჰაბიტაცია, რომელიც ყველა სფეროში მეტასტაზებივითაა მოდებული, ეკლესიის თემა დ.ა.შ.) და აგრესიული ლიბერალების შემოგდებული თამაშის წესების მიღებამ, მმართველი პოლიტიკური ძალა დაამსგავსა ბრაზილიის იმ ნაკრებს, რომლებმაც საკუთარ სტილზე უარის თქმისა და ევროპული ფეხბურთის წესების მიღების გამო, გერმანიის ნაკრებთან 1:7 წააგეს.

უამრავი ნიუანსია, რომლებზეც არა პოლიტიკური ორგანიზაციის, არამედ ქვეყნის მომავლის გამოა საჭირო დაფიქრება და მსჯელობა.

დღეს კი ერთის შეხედვით ნაადრევი, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე აუცილებელი საკითხია ის სია, რომლითაც 2020-ში ქართული ოცნება წარსდგება.

იქნება ეს სია დაკომპლექტებული იმ ხალხით, ვინც პირველ ადგილას ქვეყნის ინტერესებს აყენებს, თუ იმათით, რომლებისთვისაც უმთავრესი მეორეხარისხოვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ე.წ. „სამოქალაქო სექტორის“ აზრია.

სტატუსი დღეს არ მთავრდება და გაგრძელებებს შესაბამისად შემოგთავაზებთ.”