ავტოავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭის ოჯახის საგანგებო განცხადება “გირჩი”-ს ინფორმაციასთან დაკავშირებით

ავტოავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭის ოჯახის საგანგებო განცხადება “გირჩი”-ს ინფორმაციასთან დაკავშირებით

24 წლის შაკო ბარამიძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება “გირჩი”-ს რელიგიური ორგანიზაციი მიერ გავრცელებულ იფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ცალკეული სასულიერო პირები აწგარდაცვლილისთვის წესის აგებაზე უარს ამბობენ იმ მოტივით, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების” წევრი იყო.

„გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.

ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები.

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოფოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი.

გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა.“ – წერს შორენა ჩახვაძე.