ნათია ფანჯიკიძე: ნუთუ მკვლელებზე და ქურდებზე გადაღებული ფილმები უფრო უსაფრთხოა?

ნათია ფანჯიკიძე: ნუთუ მკვლელებზე და ქურდებზე გადაღებული ფილმები უფრო უსაფრთხოა?

ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ბოლო დღეების მოვლენებს, კერძოდ სკანდალურად ქცეულ ქართულ გეი ფილმს და ამის გარშემო ატხეილ აჟიოთაჟს ეხება.

“სახარება, ბიბლია, ათი მცნება, რწმენა, სოდომ-გომორი… ათი მცნებიდან “არა კაც ჰკლა”, “არა იპარო” , “არა ცილი სწამო”….. გააუქმეს? ყველა ცოდვა სიტუაციურად და კოხტად მოირგო კაცობრიობამ, მშვენივრად გაუსწორა თვალი ცხოვრებაშიც და კინოეკრანებზეც, მხოლოდ ხანდახან და საკმაოდ ნაზი გმობით ეხმაურება ნაირნაირ სისასტიკეს და ბოროტებას, გარდა სიყვარულისა და მითუმეტეს სიყვარულის ფიზიკური მხარისა, რომელსაც ვერა და ვერ შეეგუა, ვერ შეითვისა და ყველაზე სამარცხვინო ცოდვად აღიქვა. არადა, ასეთივე გულმოწყალებით სიყვარული რომ აღექვათ ადამიანებს, ყველა სხვა ცოდვა თუ სულ არ გაქრებოდა, ერთი ათასად მინელდებოდა. ნუთუ მაფიოზებზე, აფერისტებზე, მკვლელებზე და ქურდებზე გადაღებული ფილმები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ნებისმიერი ფორმის სიყვარულის ნახვამ შეიძლება დაგვაზიანოს, გამოკვებოს ჩვენი შინაგანი მხეცი?” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

სოციალისტი წადი გურამის საფლავზე და კითხე მამაშენს! აღშფოტებული იქიდანც ამოგძახებს საჭირო სიტყვებს! ის კი არა და შეიძლება სილაც გაგაწნას! ვაი სირცხვილო, ვაი უბედურო საქართველოვ!
5 წლის უკან