ოთარ ფარცხალაძე წყნეთშია - არსად წასვლას არ ვაპირებ

ოთარ ფარცხალაძე წყნეთშია - არსად წასვლას არ ვაპირებ

არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან“,- აცხადებს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ყოფილი მთავარი პროკურორი,  ჟურნალისტმა წყნეთში საკუთარ სახლთან ჩაწერა.

„სისულელე. გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემს პირად საქმეებზე მოგზაურობა საზღვარგარეთ ხშირად მიწევს და ეს ვიღაცებს ილუზიას უქმნის. არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ  ვაპირებ ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას, გასაქცევები სხვები არიან.

საგამოძიებო სტრუქტურებში ძალიან დიდხანს ვიმუშავე და კორუფციულ გარიგებებში არაერთი მაღალჩინოსანი ვამხილე, რომელთა ქმედებები შემდგომ სასამართლომაც დაადასტურა.

შესაბამისად, ამ თავდასხმითა და დისკრედიტაციით, რაც ჩემზე მოდის მათ საკუთარი გაფუჭებული რეპუტაციის გამოსწორება უნდათ. თუმცა, ეს არ გამოუვათ“, - უთხრა ფარცხალაძემ „პრაიმტაიმს“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორუფციული ბრალდებების გამო, ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ თავშესაფარი მოითხოვა.