რას წერს სასულიერო პირი მედავითნე გაბუნიაზე და პეტრე ცაავაზე?

რას წერს სასულიერო პირი მედავითნე გაბუნიაზე და პეტრე ცაავაზე?

სასულიერო პირი, ბესარიონ შარაშიძე, ფეისბუქის გვერდზე, წერს:

"ადამიანებო, განსაკუთრებით შვილებო, ერთი წამით არ დაიჯეროთ ის ბინძური ტყუილები, რასაც ტელევიზიით ცაავები და გაბუნიები საუბრობენ! 1992 წლიდან ვარ ეკლესიაში, 16 წლის გიორგი გაბუნია უკვე სტიქაროსნად დამხვდა და როგორ არ იყო ნამყოფი საკურთხეველში?! 2000 წელს სიონის ტაძარში პატრიარქმა შემმოსა სტიქარით და დღემდე მედავითნე ვარ სამების საკათედრო ტაძარში. იმის გარდა რომ ეს წლები კვირაში რამდენიმე დღე ვმსახურობ მის გვერდით, სისტემატურად მიწევდა საპატრიარქოში ყოფნა, რამდენიმე წელი კი ყოველდღიურად უშუალოდ პატრიარქთან ერთად მის ბაღში ვმუშაობდით. ბევრი ახალგაზრდა იყო იქ ჩემთან ერთად, ზოგი ხატმწერი, ზოგი ქვისმთლელი.

საკუთარი სულით ვამოწმებ ღვთის წინაშე, მსგავსი სიბინძურე ჭორადაც კი არ გამიგია არავისგან, არათუ რამე შემემჩნიოს!

სადილად გვეძახოდა ყველას პატრიარქი და მამა-შვილური საუბრების იქით არაფერი გამიგია.

შვილებო, დიდი ტყუილის და ცილისწამების მანქანა ჩაირთო და მუშაობს დღეს არამარტო ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ ზოგადად ტყუილების დასამკვიდრებლად და პირველი სამიზნე თქვენ ხართ, რადგან თქვენი გამოუცდელობის გამო იმედი აქვთ რომ მოგატყუებენ, თორემ, ჩვენმა თაობამ ყველაფერი იცის და ვინც ცილისწამების მხარესაა, ეს მისი პირადი არჩევანია ანგარების თუ სხვა რამე მიზეზით!

სამაგიეროდ, როდესაც საპატრიარქოს ტელევიზიაში ვმუშაობდი (პროფესიით რეჟისორი ვარ და დაარსებიდან რამდენიმე წელი ვიმუშავე), კარგად მახსოვს პირველი დღე, როდესაც პეტრე ცაავა დანიშნეს დირექტორად და ჩვენთან მოვიდა გასაცნობად. დღეს უკვე მივცემ თავს უფლებას, ვილაპარაკო მასზე და ვთქვა; მსგავსი მლიქვნელი და ცბიერი ადამიანი ცხოვრებაში კი არა, ლამის წიგნებშიც არ შემხვედრია. სულ პატრიარქს აქებდა და ადიდებდა ყოველ საუბარში ჩვენთან. თავისი ხალხით გაავსო ტელევიზია და 2-3 თვის განმავლობაში ძველები ყველა გაგვყარა, ხოლო ვინც დაიტოვა ძველი, ხელფასები 3-4-ჯერ დააკლო. რუსთავი2-ს დაამსგავსა პატრიარქის ტელევიზია, საინფორმაციო გამოშვებები სულ ნაციონალებზე საუბრობდნენ და მათ ბოროტმოქმედებებს ამართლებდნენ. ვისაც არ გჯერათ, აქვთ არქივიც და ინტერნეტშიც ბევრი მოიპოვება იმ წლების ვიდეომასალა.

ვაჟკაცობა ის არაა, პოლიცია რომ უსამართლობაში მყოფს გიცავს და "ბლატაობ", ვაჟკაცობა სიმართლის მხარეს დგომაა ყველანაირ გარემოებაში. წაიკითხეთ წმიდა გიორგის და სხვა მოწამეების და ჩვენი გმირების ცხოვრება!

არ მოატყუებინოთ თავი ნაძირალებს და სინდისს მოუსმინეთ!!!"

amo გული მერევა, ლამიას არის იაღოველების იდეას ყური ვუგდო, რომ ღმერთსა და კაცს შორის შუა კაცი (მღვდელი) საჭირო არაა (ალბათ ხვდებით, რომ ამ საკითხებში ჩახედული არ ვარ, მაინც . . . )
4 წლის უკან