მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

პროკურტურა 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული მაკო გომურის, ომარ სეხნიაშვილისა და მირზა ლიპარტელიანის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.