გია ბარამიძე მეუფე პეტრეს: მაპატიეთ ბატონო პეტრე, მაგრამ გულწრფელობაში ვერ დაგვარწმუნეთ

გია ბარამიძე მეუფე პეტრეს: მაპატიეთ ბატონო პეტრე, მაგრამ გულწრფელობაში ვერ დაგვარწმუნეთ

„ნიკა გვარამიას შესანიშნავი ინტერვიუს შედეგად უკეთ გავიგეთ ბატონი პეტრე ცაავას, ქველმოქმედი ბიძინას და „მსხვერპლი” გახარიას მოტრფიალე და პუტინის უცოდველობის დამჯერი კაცის ნააზრევი, რომელიც ცდილობს, საზოგადოება მხცოვანი უწმინდესი და უნეტარესის (ღმერთმა დიდხანს ჯანმრთელად და მხნედ გვიმყოფოს) სოდომურ ცოდვებში დაარწმუნოს. მაპატიეთ, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი, ბატონო პეტრე. მე და უამრავი ქართველი ვერ მოგვატყუეთ და ვერ დაგვარწმუნეთ თქვენს გულწრფელობაში“, - წერს გია ბარამიძე.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრემ “მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძე ილია მეორეს პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.

 

 

სოციალისტი ვერ გავიგე რას ნიშნავს გამოთქმა - გიორგი მამალაძე ილია მეორეს პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა... თუ მიხვდით ვინმემ ამიხსენით?!
4 წლის უკან