მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - რა მოხდა გორში

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - რა მოხდა გორში

ტრაგედია გორის მუნიციპალოტეტში - სოფელ ოლოზში ახალგაზრდა მამაკაცი  გარდაცვლილი ნახეს. 33 წლის გია ბედოშვილის ცხედარი საკუთარმა ძმამ ხევში წუხელ გვიან ღამით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იოპვა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ცეცლნასროლი ჭრილობა აქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, გია ბედოშივილი თანასოფლელებთან და ქალაქიდან ჩასულ მონადირებთან ერთად ხეობაში დილით გავიდა, მისი გაუჩინარების შესახებ კი ოჯახს საღამოს საათებში აცნობეს.

"ნიუპოტის" კორესპონდენტის ცნობით, ოლოზში ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო ვერსიებზე საუბარი უჭირთ. ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებინ მონადირები. საქმეს გორის პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, სოფელში სუიციდის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.