ზლატანის დიდ ფეხბურთში დაბრუნებას ცოლს უკავშირებენ

ზლატანის დიდ ფეხბურთში დაბრუნებას ცოლს უკავშირებენ

ეს ამბავი საქართველოში რომ მომხდარიყო ეშმაკმა უწყის რა კუდებს არ მოაბამდნენ და როგორ არ ეცდებოდნენ საკმაოდ გულმისავალი ამბავი გაებაიბურებინათ. შვედი მობურთალი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი სკანდინავიის მიწის მკვიდრია და მის ქვეყანაში არავის უკვირს მავანთათვის სკანდალური გადაწყვეტილებები.

ზლატანის ცოლი, ყოფილი რესტორატორი და მარკეტოლოგი ჰელენა სეგერი ქმარზე მთელი 11 წლით უფროსია, მაგრამ იგი მუდამ იმეორებს, რომ ცოლთან ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებს, მას მეგობრად თვლის და მთავარ გადაწყვეტილებებს სწორედ ცოლთან ათანხმებს ხოლმე. როგორც ჩანს სწორედ ცოლი იყო მისი მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ინსპირატორი.

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი საფეხბურთო კარიერის დასასრულს შესაძლოა იტალიის ან ესპანეთის ცნობილ გუნდში გადავიდეს. როგორც ბულვარული მედია იუწყება, შვედ ფორვარდს მეუღლე აქეზებს - კარიერა მაჟორულ ნოტაზე დაასრულეო და ამგვარ მცდელობას წინ რა უდგას?..