გიორგი გახარია მსხვერპლია, თავის თავზე აიღო, ააღებინეს - მეუფე პეტრე 20-21 ივნისის მოვლენებზე

გიორგი გახარია მსხვერპლია, თავის თავზე აიღო, ააღებინეს - მეუფე პეტრე 20-21 ივნისის მოვლენებზე

„მიმაჩნია, რომ ის (გიორგი გახარია) არის მსხვერპლი. თავის თავზე აიღო, ააღებინეს​ - ​ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა.

სასულიერო პირის განცხადებით, მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

პეტრე ცაავას თქმით, შეხვედრა 20 ივნისის მოვლენებამდე შედგა და საუბარი შეეხო მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, მარიხუანის საკითხს.

"არ არსებობს შემთხვევა, რომ რომელიმე პირს საერო ხელისუფლებიდან მოსვლა უნდოდეს და უარი ვუთხრა. ზოგადად მიმდინარე მოვლენებზე, ეს იყო მარიხუანას საკითხი", -განაცხადა მეუფემ.

სწორედ გახარიასთან შეხვედრის შემდეგ მისი კადრი ალექსანდრე ხურცილავა მარტვილის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

"ვერ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკლესიას ებრძვის, მაგრამ მას აქვს რიგი დაბრკოლებები"- განაცხადა პეტრე ცაავამ.

სოციალისტი სათაურში ისვ მეუფედ რატომ მოიხსენიეთ?!
4 წლის უკან