ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურის MVP თორნიკე შენგელია გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მერვე ტურში თოკოს "ბასკონიამ" "ობრადოიროსი" 92:79 დაამარცხა. შენგელიამ პარკეტზე 33 წუთი დაჰყო, რა დროშიც 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და ერთი დაფარება მიითვალა. 14-დან 6 ორქულიანი, 2-დან სამი სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო სროლა გამოიყენა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 32-ს უწია, რაც ტურის საუკეთესო შედეგი იყო.
რვა ტურის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტით პირველ ადგილზე ნიკოლა მიროტიჩია 26, მეორე პოზიციაზე გიორგი შერმადინია 23, მესამეზე შენგელიაა - 19.