მათიკაშილი მეუფე პეტრეზე:

მათიკაშილი მეუფე პეტრეზე: "ნაციონალური მოძრაობის" რუპორის ინტერვიუს უფრო ვუსმენდი, ვიდრე სასულიერო პირის

მეუფე პეტრეს მხრიდან მორიგ სკანდალურ ბრალდებებს, რომელიც მან პატრიარქის მიმართ გააჟღერა, საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები მოჰყვა. უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, მეუფე პეტრეს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი განცხადებებში პოლიტიკური ხედვები იკვეთება.

"უფრო მეტად პოლიტიკოსის ხედვები დავინახე, ვიდრე სასულიერო პირის. ეს არის აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანის ხედვა ყველაფერ დანარჩენთან ერთად. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ სიბინძურეზე და ტყუილებზე. აშკარად ჩანდა მისი განწყობა, მისი სურვილები, მისი პოლიტიკური გემოვნება თუ საითკენ იხრება - ეს არის “ნაციონალური მოძრაობა“. მე ამ პარტიის რუპორის ინტერვიუს უფრო ვუსმენდი, ვიდრე სასულიერო პირის," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრემ “მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძე ილია მეორეს პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა, რისი მტკიცებულებები პროკურატურაშიც დევს. ყოფილი მიტროპოლიტი ამბობს, რომ მამა გიორგი არ იყო ერთადერთი, ვისაც უწმინდესი მსგავსი თხოვნით მიმართავდა.