მამა ილია: მეუფე პეტრეს ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია

მამა ილია: მეუფე პეტრეს ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია

"მეუფე პეტრეს ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური ამბიცია - იყრიდა კენჭს და არ გამოუვიდა, შეიძლება ეს კომპლექსიც არის", -ამის შესახებ მარტვილის და სალხინოს მონასტრების ყოფილმა და კოჯრის წმ.გრიგოლ ფერაძის სახელობის მამათა მონასტრის ახლანდელმა წინამძღვარმა მამა ილიამ გადაცემაში "კვირის თემა" განაცხადა.

მისი განცხადებით, მეუფე პეტრეს პატრიარქთან დაკავშირებით არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა, ვინაიდან ის პატრიარქზე ამბობს, რომ "დაიმსხვრა კერპი".

"მეუფე პეტრე ამბობს, რომ უწმინდესი იყო კერპი და ის დაიმსხვრა და მასაც წილი შეაქვს ამ კერპის მსხვრევაში - უწმინდესი ჩემთვის კერპი არ ყოფილა, ილია მეორე ჩემთვის იყო ღირსეული მღვდელმთავარი და ასეთად რჩება დღეს... კერპი რომ არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც მას უნდოდა ის გაბრაზდა მასზე", - განაცხადა მამა ილიამ.

მამა ილიას თქმით, მეუფე პეტრე იყენებდა ისეთ ფრაზებს როგორიც არის "პოლიტიკური შეცდომა", "პოლიტიკური ფიგურა":