გია ვოლსკი მეუფე პეტრეზე: ის არის „ნაციონალური მოძრაობის

გია ვოლსკი მეუფე პეტრეზე: ის არის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, ეს თავად არასდროს დაუმალავს

პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს მეუფე პეტრეს განცხადებას, მის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილია.

„არაფერი, დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს,"- განაცხადა ვოლსკიმ.