(იბეჭდება შემოკლებით)
ნუკრი ქანთარია:
„პროცესები ძალიან აქტიურად მიდის და ჩვენი ბოლო პროცესი ის იქნება, როცა გასამართლდება ეჭვმიტანილი პრეზიდენტი სააკაშვილი.
ქართული აკადემიის პოზიცია ყოველთვის იყო რადიკალური - მათ არ უნდა მივცეთ იმ წუმპიდან ამოსვლის საშუალება, რომელშიც დღეს ჩავარდნენ.
ეჭვმიტანილი საქართველოს პრეზიდენტი კაცის კვლაში და ეკლესიების დარბევაშია ბრალდებული.“
რეზო ეგაძე:
„ქართული სახელმწიფო ერთმა პიროვნებამ არ უნდა მართოს.
ეს ქვეყანა პარლამენტარული რესპუბლიკა უნდა იყოს.
რამდენჯერ გამიგია ვიღაცეებისგან ასეთი ფრაზები: ჩემი ქვეყანა ყველაზე ლამაზიაო, შენი ქვეყანა ხალხთან ერთად არის ლამაზი და არა - მის გარეშე!
მუცოს რომ ვუყურებ, შატილის იქით, იქ აღარავინაა, იქ ძაღლიც აღარაა, კი არ მეტირება, მებღავლება!“