ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩის წინ, „ფერენცვაროშსა“ და მოსკოვის ცსკა-ს შორის (0:0), რუსი ფანატები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ.
წყაროები რამდენიმე ინციდენტზე მოგვითხრობენ. ერთი მეტროში მოხდა. sport24.ru-ს ცნობით, ცსკა-ს გულშემატკივრები მეტროს ვაგონებში გამომწვევად იქცეოდნენ. გარშემომყოფთ ბოთლებიდან წყალს, გაზიან სასმელებს ასხამდნენ და საჩხუბრად იწევდნენ. შედეგად, „გროუპამა არენისკენ“ მიმავალი მეტროს ხაზი საერთოდ გააჩერეს.
შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფანატების ორმა დაჯგუფებამ სტადიონის წინ მუშტიკრივი გამართა. კოალიცია, რომელშიც ცსკა-ს, სერბული „პარტიზანისა“ და პოლონური „ვიძევის“ ქომაგები გაერთიანდნენ, „ფერენცვაროშისა“ და მათი მხარდამჭერი პოლონური „შლიონსკის“ გულშემატკივრებს წაეკიდა. ცხენოსანმა პოლიციამ ისინი ძაღლების მეშვეობით დაშლა.